გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ლევან ვასაძე იყოს

13-08-2018

პარტია "თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. განაცხადი პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 12 აგვისტოს დაარეგისტრირა, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ ვინ იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.


პარტიის ლიდერის, კახა კუკავას თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან და იმ შემთხვევაში, თუკი ის არ დათანხმდება, მაშინ თავად იყრის კენჭს პრეზიდენტად.


"ჩვენ შევთავაზეთ, ყოფილიყო ეროვნული ძალების ერთიანი კანდიდატი. შეიძლება ყველაფერში მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან. დათანხმდება თუ არა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იდეალური იქნებოდა, რომ ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, ვინაიდან მას აქვს საზოგადოების ჩემზე მაღალი ნდობა, მაგრამ თუ არ იქნება ლევა ვასაძე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ლიბერალებს დავტოვებთ მარტო." - განაცხადა პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ TV პირველის ეთერში ჩართვისას.


საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული და ამ დრომდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 14 საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული.




radiotavisupleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930