გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად

4-05-2023

„2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ბანკს საქართველოში ინვესტირებული აქვს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროექტები ჯამში 2 მილიარდ დოლარს აღწევს.


„აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.


აღსანიშნავია, რომ დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით გახდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930