გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ნორვეგიული პრესა: 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ბრიყვული ნაბიჯი გადადგა

13-08-2018

ნორვეგიული გამოცემა, «Dagbladet»-ი საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ განვლილ პერიოდს ეხმაურება და ომის პერიპეტიებს მიმოიხილავს.


სტატიის ავტორის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში განხორციელებული "ინტერვენცია" სააკაშვილის ბრიყვული ნაბიჯი იყო.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


"ათი წლის წინათ საქართველოში მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ ყალიბდება საგარეო პოლიტიკა. გავიხსენოთ ომის პრელუდია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ნაწილები არიან, მაგრამ 1990-იანი წლების ომების შედეგად ისინი საქართველოს ჩამოაშორეს. ორივე ავტონომია მხარადაჭერას რუსეთში ეძებდნენ, მოსკოვსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია. 2008 წლის ივლისში ერთი მხრივ - ქართველ ჯარისკაცებსა და მეორე მხრივ - ოსების შეიარაღებულ ფორმირებებს შორის რამდენიმე საბრძოლო ეპიზოდი მოხდა. აგვისტოში კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიყვული ნაბიჯი გადადგა - მან „ინტერვენცია“ დაიწყო სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს ტერიტორიად ითვლებოდა.


რუსეთიც დაუყონებლივ ჩაერია და რამდენიმე დღის შემდეგ ქართველები სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს, რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე მილზე (1 ნორვეგიული მილი = 10 კმ-ს) შეჩერდნენ. ჩვენ, ჟურნალისტები, რუსულ ძველ ტანკებს და ნახმარფორმიან რუს ჯარისკაცებს ვხედავდით, რომლებიც დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც გულღიად გვიყვებოდნენ სამხედრო დავალების თაობაზე.


ამ ომიდან ქართველებმაც სათანადო დასკვნები გამოიტანეს. უკვე 2012 წელს, მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხდა, პარტიის ლიდერს კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ადრე პოპულარული იყო, სამშობლოდან წასვლა მოუწია. მისი ავანტიურისტული პოლიტიკა ქვეყნისათვის ძალიან სარისკო გამოდგა"-წერს გამოცემა.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031