ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს
5-05-2023
“ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს.
სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.კასპი, ქ.თეთრიწყარო, ქ.თელავი, ქ.ქუთაისი, ქ.წყალტუბო, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს, გიდებს.
ტრენინგი უსასყიდლოდ იმართება. დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599460099
ტრენინგისთემატიკები:
· ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:
· ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება - საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
- ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
- ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
- ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები - MICE ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები და გამოფენები);
- ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
- ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
- საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;