5-05-2023
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, სადაც საქართველო ოფიციალურად წარდგა, როგორც 2024 წლის, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“.
16-11-2024
16-11-2024