8-05-2023
ვადასტურებ, რომ ყველა "ნაცის" წინაპარი კანიბალი იყო, სხვანაირად როგორ შეიძლება?.. "ნაცმა" კაც კლა და კაც ანადგურა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ილიაუნის ლექტორის, გიგი თევზაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ დღევანდელი საზოგადოების წინაპრები, კანიბალები იყვნენ.
აბაშიძის თქმით, თევზაძემ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინაპრები იგულისხმა, როდესაც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში სიტყვები „ჩვენი წინაპრები“ გამოიყენა, რასაც ამ პარტიის იდეოლოგიაც ადასტურებს.
„ვადასტურებ, რომ ყველა "ნაცის" წინაპარი კანიბალი იყო, სხვანაირად როგორ შეიძლება?.. "ნაცმა" კაც კლა და კაც ანადგურა. ამიტომ სწორს ამბობს გიგი თევზაძე, როდესაც სიტყვებს - ჩვენს წინაპრებს - იყენებს. ჩვენში სწორედ "ნაცმოძრაობას" გულისხმობს... კი და ამიტომაც არის ამ პარტიის იდეოლოგია დამყნობილი კანიბალიზმზე და ადამიანების დაჭმაზე“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024