8-05-2023
„სისხლიანი რეცოლუცია“, „პარტიულ და რევოლუციურ განწყობაზე 100%-ით ჩართული ვართ და ვეთანხმებით“, „თავისუფლების ვიქენდები პროტესტების ტალღად უნდა გარდაიქმნას“, „ყველა მიდის იქამდე რომ ეს აქციები, მიტინგები დაპირისპირებაში გადავიდეს”, „ამ გეგმაში ელოდებიან პასუხს - შევვარდეთ“, „ახლა ნიადაგი მზადდება - რაზე ხართ წამსვლელი”, „მე რომ მივაწვები და შევალ, მომყვებით?“ „გადატირალების მცდელობაზე ციხეა, მაგრამ გადატრიალებაზე აღარაფერი - მერე ვინღა დაგიჭერს“, „სისტემის პარალიზება უნდა მოახდინო“, - ეს გახლავთ გირჩის და „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე გაჟღერებული ფრაზები. ეს ის საკითხებია, რომლითაც სამწუხაროდ ახალგაზრდებს კვებავენ“, - ამის სიტყვებით ეხმაურება დეპუტატი ნინო წილოსანი „იმედის კვირის“ საგამოძიებო რეპორტაჟს, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზეა საუბარი.
„ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული კურსები აღნიშნული სემინარების დამატებითი ახალი მხარეა. ამ ყველაფერს არასრულწლოვან ბავშვებსაც უზიარებენ, ვითომ „ქულ“ ზურა გირჩი „ნაცი“ ჯაფარიძე დიდი სითავხედით ადასტურებს - რევოლუციებზე ვესაუბრები და ეს ძალიან ნორმალურიაო. ბატონო ზურა, იმაზე არ ესაუბრებით, თქვენი ხელისუფლება რევოლუციაზე კი არა, მარტივ ოპონირებაზე ადამიანებს ნეკნებში რომ ლეწავდა და ცხედრებს სახურავზე აგდებდა?! თამამად რომ აცხადებთ იარაღის კურსები ჩვენი ხაზია და ამ შემთხვევაში IRI არაფერ შუაშიაო, იქნებ ისიც დაგვიზუსტოთ გადატრიალების სქემაში იარაღის გამოყენება რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, თუ მოლოტოვის კოქტეილებიც საკმარისია? ძალიან მიმძიმს იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანები კვლავ სახეუცვლელი მოძალადეები არიან, თუმცა მახარებს საზოგადოების სიბრძნე რომ ამათ პარანოიას სერიოზულად არასდროს არ ჰყვებიან“, - წერს ნინო წილოსანი ფეისბუკზე.
16-11-2024
16-11-2024