8-05-2023
,,ნაციონალური მოძრაობა" და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას, ელისო კილაძეს ურჩევნია ქოლცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებზე გასცეს პასუხი.
„ქოლცენტრების სკანდალის გადასაფარად ყველაფერს აკეთებს, ჯერ ბავშვის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოყენება სცადა, ახლა ირაკლი კობახიძეს და თსუ-ს მიადგა. ჯერ ერთი ეს არ არის ლექცია, მეორე ეს არ არის უნივერსიტეტი, პარლამენტია ელისო, პარლამენტი. ირაკლი კობახიძეს ასწავლით სად და რა თემაზე უნდა ესაუბროს სტუდენტებს? ხან მისი წიგნების დაწვა დაავალეთ თქვენს აქტივისტებს, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა თქვენს ,,ვითომ სტუდენტი" აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს. ,,ნაციონალური მოძრაობა" და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ. ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობია ქოლცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოთ და თქვენს გარშემო არსებულ კითხვებზე გასცეთ პასუხი!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
16-11-2024
16-11-2024