8-05-2023
“ქალბატონო ელისო, ეს კადრი რომელიც გაასაჯაროვეთ ტიპიური ლექცია არ არის, ეს არის პარლამენტში მისი ახალგაზრდებთან შეხვედრის ამსახველი კადრი. დიახ, ის ესაუბრება ახალგაზრდებს, რაც მისაბაძი და საჭიროა,” - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით წერს, სადაც ახალგაზრდებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრაა ასახული.
მეგრელიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე, ლევან ბერძენიშვილის და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ახალ თაობას ესაუბრება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„ირაკლი კობახიძეზე საუბარი უნდა გაბედო! მე მის ბიოგრაფიას აქ არ მოგიყვებით, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ ის საკუთარი საქმის პროფესიონალი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. იურიდიული განათლება საქართველოს გარდა გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი.
ვის ვის და მას, ლევან ბერძენიშვილთან და ლევანივით მოაზროვნე სხვა ადამიანებთან შედარებით, ყველაზე მეტად აქვს უფლება ესაუბროს ახალ თაობას, სტუდენტებს და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. ქალბატონო ელისო, ეს კადრი რომელიც გაასაჯაროვეთ ტიპიური ლექცია არ არის, ეს არის პარლამენტში მისი ახალგაზრდებთან შეხვედრის ამსახველი კადრი.
დიახ, ის ესაუბრება ახალგაზრდებს რაც მისაბაძი და საჭიროა. ახალ მოაზროვნე თაობასთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია, ახალგაზრდები იმსახურებენ იყვნენ მოსმენილნი. ახალგაზრდები იმსახურებენ საუბარს და არა იმ ტვინის რეცხვას, რომელსაც ლიბერალები ასე აქტიურად სჩადიან. მაქვს კითხვა: აღნიშნული ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებს ან თავად ირაკლი კობახიძეს რამით აკნინებს?! არა და არა! შეინახეთ ეს ფოტო, ახლა ნამდვილად არ გადგებათ. ნუ ცდილობთ გამოიყენოთ უნივერსიტეტები თქვენს ბინძურ საქმეებში,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024