ახალციხის მუნიციპალიტეტში საძელისა და ყულალისის დამაკავშირებელი გზა ეწყობა
8-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების საძელისა და ყულალისის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ვაჟა გაჩეჩილაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1822 -მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა რკინა-ბეტონის ღარი, ცხაურები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ლითონის მილები და პარაპეტები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 729 251 ლარით ფინანსდება.