13-08-2018
მწერალი, ტელეწამყვანი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ სამხედრო კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო. როგორც ტელეწამყვანმა რადიო “ეხო მასკვის” ეთერში განაცხადა, ის ბოდიშს უხდის საქართველოს მომხდარის გამო და ნანობს.
“10 წლის წინ, ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით, მანამდე ფორმალურად საკუთარ ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში ვღვრიდით სისხლს. 10 წლის წინ კი პუტინის პირველი ინტერვენცია განხორციელდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში მოთელვა გაიარა, შეიმუშავა პიარისა და პროპაგანდის, სამხედრო-დიპლომატიური მექანიზმები, დასავლეთმა ეს გადაყლაპა და გადაწყვიტა არ შეიმჩნიოს.
ბოდიში უნდა მოვიხადო, მე უნდა მოვინანიო. 10 წლის წინ მე კონფლიქტში პუტინსა და სააკაშვილს თანაბრად ვდებდი ბრალს, აქ არანაირი თანაბარი პასუხისმგებლობა არ არის. ომი ჩვენებმა დაიწყეს, სააკაშვილი კი შეჭრაზე პასუხობდა. არასდროს მომხდარა ისტორიაში, რომ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს წინააღმდეგ გამოვიდა, სამხედრო თვალსაზრისთ გამარჯვებული ყოფილიყო და ჩვენ, რა თქმა უნდა წავაგებთ”,-განაცხადა მან.