გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არ ღირს

13-08-2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება საჭირო არაა. მეტიც, კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ღირებული კანდიდატების კონკურენტი ვერ იქნება. 

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რამდენად სწორი იყო აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის მიერ კულტურის მინისტრის რანგში რუს კოლეგასთან გაგზავნილი წერილი მოსკოვში ქართული კულტურის საღამოების გამართვის თაობაზე, განაცხადა.

"მგონია, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არ ღირს. ჩვენ ვიცით, რა არის მათი რესურსი. ისინი ვერ იქნებიან, ასე ვთქვათ, ღირებული კანდიდატების კონკურენტები"-აღნიშნა კობახიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031