9-05-2023
ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ არჩევანს უჭერს მხარს, თუმცა, ევროპაში ინტეგრაცია რწმენის, უნიკალური კულტურის და ტრადიეციების შენარჩუნებით უნდა მოხდეს.
“როდის მერე გახდა კონსერვატიზმი რეგრესი, როდის მერე აღარ არის პროგრესულ ევროპაში ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის ადგილი? ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო ქრისტიანული ღირებულებები, ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავიც სწორედ ქრისტიანული სიმბოლოებიდან მომდინარეობს. საქართველომ ევროპული არჩევანი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გააკეთა, ევროატლანტიკური არჩევანი რომლის გამოც რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, დროებით დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, არჩევანი რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, თურმე ნიშნავს უარს საკუთარ იდენტობაზე, რწმენაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, თურმე უარი უნდა ვთქვათ მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე. არადა ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა.
საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსეულად, ჩვენი რწმენის, უნიკალურის კულტურის და ტრადიეციების შენარჩუნებით, გავხდებით იმ ოჯახის წევრები რომელიც 1950 წელს 9 მაისს რობერ შუმანის იდეით, ევროპაში ფაშიზმის და ნაციზმის დამარცხების შემდეგ, სწორედ ქრისტიანულ იდეებს და ღირებულებებს ეფუძნებოდა. (კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — კულტურული, სოციალური, ესთეტიკური და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ფასეულობებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. დასავლურ კულტურაში, კონსერვატიზმი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ეკლესია, ოჯახი, კონსტიტუციონალიზმი, შეზღუდული მთავრობა, საკუთრების უფლებები) #წინევროპისკენ #EuropeanUnion #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს” - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024