9-05-2023
მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო "ქართული ოცნების" საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის "სასარგებლო იდიოტის" როლში, - ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, თუმცა, კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება.
მისი თქმით, კეტი პირის ამ განცხადების ქვეტექსტის თანახმად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი და ტრადიციები მნიშვნელოვანია, LGBT პროპაგანდა კი - მიუღებელი.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს, მსგავსი სახის უსამართლო განცხადებები, ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.
“ეს ქალბატონი საერთოდ არ ვიცი ვინ არის და მისი ეს უაზრო განცხადებაც უინტერესოა. თუმცა, ფაქტია, საკუთარ ცხვირზე წინ გახედვის და საკუთარი განცხადებების კონტქესტის გააზრების ნიჭით ნამდვილად არ გამოირჩევა.
მაგრამ, საკითხი ნორმალურად რომ გავიაზროთ, მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო "ქართული ოცნების" საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის "სასარგებლო იდიოტის" როლში. ზოგადად, ანტი-დასავლური პროპაგანდა ქრისტიანულ სამყაროს აყენებს “უზნეო წესრიგის” დაქვემდებარების საფრთხის წინაშე. შესაბამისად, პროპაგანდის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების არჩევანის წინაშე დაყენება შემდეგი ფორმულირებით - “ზნეობრივი წესრიგი” VS “გარყვნილი დასავლეთი”.
ზუსტად ამიტომ ასეთი უსამართლო და შტერული განცხადებები უწყობს ხელს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. ახლა ვნახოთ რა ქვეტექსტი აქვს ამ ქალბატონის განცხადებას. ე.ი. ევროპულ ოჯახში არაფერი გვესაქმება თუ ოჯახი მნიშვნელოვანია, ტრადიციები მნიშვნელოვანია, არანორმალური LGBT პროპაგანდა მიუღებელია, თუ ეკლესიას პატივს ვცემთ, თუ არაადეკვატურ სიგიჟეებს არ ვიზიარებთ. ანუ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ რაც ზევით ჩამოვთვალე ყველაფერი საპირისპიროა ევროპა? სიდებილეში გადაზრდილ მოგონილ ე.წ. ღირებულებებს თუ გავიზიარებთ და სიგიჟეებს ვიყვირებთ მთელი ერი, მაშინ ვიქნებით ევროპელები? თუ ასე არ არის, აბა ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტის კონფერენციაზე სხვა არაფერი უთქვამს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად ევროპამ საფუძვლიანად გაიაზროს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ვიღაც მეორე ხარისხოვანი გაბრაზებული პოლიტიკოსების პირით კი არ უნდა ლანძღავდნენ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნორმალურად გაგვაგებინონ რას გველაპარაკებიან“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024