გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სწორი პოლიტიკის შედეგად, ლარის სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი

13-08-2018

 საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლართან დაკავშირებით  მმართველ პარტიას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივი კონსულტაციები აქვს.

აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე არსებული უარყოფითი ფაქტორებისა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ლარის სტაბილურობა უზრუნველყოფილ იქნება.

 

„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ,  ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30