გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: თუკი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლას ემსახურება, ამის პასუხი დასავლეთის მხრიდან ვადამდე ადრე კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა იყოს

10-05-2023

"საქართველოს ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ღია კარში შესვლა, სწორედ მაშინ დაიხურა ის ჩვენთვის. ნატოს კარის დახურვით მივიღეთ 2008 წლის ომი, რასაც მოჰყვა 2014-ში ყირიმი“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.


მისი თქმით, ამ შეცდომის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.


„თუკი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლას ემსახურება, ამის პასუხი დასავლეთის მხრიდან ვადამდე ადრე კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა იყოს. თუ ამის საპასუხოდ დასავლეთი საქართველოში ისევ მიშაზე, სასამართლოს გასხვისებაზე და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე იზრუნებს, თავად იქნება ხელისშემშლელი იმისა, რის მოლოდინშიც საქართველო დიდი ხანია "ღია კარებთან დგას", საზოგადოება კი უყურებს, როგორ მიდიან სხვები "ურიგოდ".


წარსულშიც ასე იყო. საქართველოს ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ღია კარში შესვლა, სწორედ მაშინ დაიხურა ის ჩვენთვის. ნატოს კარების დახურვით მივიღეთ 2008 წლის ომი, რასაც მოჰყვა 2014-ში ყირიმი. ამ შეცდომის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. როგორც ჩანს, დასავლეთი ისევ რუსეთის სასარგებლოდ უშვებს შეცდომებს. ჩვენ კი ამის უფლება აღარ გვაქვს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930