გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: "ცესკო" ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას

13-08-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-ს მიმართ ნეგატიური პიარი ყოველი არჩევნების წინ ვრცელდება.
მისივე თქმით, ცესკო ყოველთვის სათანათოდ ასრულებს თავის ფუნქციას.
"ნეგატიური პიარი ცესკო-ს წინააღმდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, იწყება ხოლმე ყოველი არჩევნების წინ. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც უკვე მივეჩვიეთ. ხელოვნურად ცდილობენ ცესკო-ს დისკრედიტაციას, თუმცა, რეალურად ეს არ გამოსდით ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას და ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნებში"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, ცესკო ყოველთვის ობიექტურია და ყოველთვის უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების ობიექტურ შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
"აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები სცემენ ხოლმე პასუხს იმ არასწორ კრიტიკას და უსამართლო კრიტიკას, რომელიც ისმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ცესკო-ს წინააღმდეგ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31