11-05-2023
ტყიბულში, რუსთაველის ქუჩაზე მინი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა ბავშვებთან ერთად გახსნა.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83700 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარებები და გარე განათების სისტემა, მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით. მცირე ზომის სკვერში დაიგო ხელოვნური საფარი და განთავსდა ხის საქანელა სკამები.
აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები გრძელდება და წელს მუნიციპალიტეტს კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაცია შეემატება.
16-11-2024
16-11-2024