გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჩაკეტილი ჰყავდა

13-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს. რაც იძულებას გულისხმობს.


იანვარში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი გოგო 21 წლისაა, უმცროსი კი 7- ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.


სახლიდან შვილების გაშვების თხოვნით მამას მეზობლებმა და მღვდელმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა მისი დარწმუნება ვერავინ შეძლო. ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031