11-05-2023
თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველამ იცის, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამაზე უნდა ვიდავოთ? რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასი რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და კიდევ ერთი - თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ.", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024