14-05-2023
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც დადებითად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მათ მოახერხეს, დინამიკა ეჩვენებინათ ქვეყნისთვის.
„ქალთა ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს და თითოეულ წევრს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს.
ამ ქვეყანაში ბევრი გვინახავს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება და შემდეგ გაგრძელება ამას არ მოჰყოლია. საბედნიეროდ „ქართულმა ოცნებამ“ და იმ ქალებმა, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის წევრები არიან მოახერხეს დინამიკა და ე.წ. „დრაივი“ ეჩვენებინათ მთელი ქვეყნისთვის და დღეს იყო ამის შემაჯამებელი ერთგვარი ღონისძიება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამისთვის “- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024