15-05-2023
„ქალბატონი კელის ლოგიკით მტერმა პუტინმა მზაკვრულად გააუქმა სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამიტომ, ახლა დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ.
„კელი დეგნანი: ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რასაც ბევრი ქართველი გამოხატავს მოსკოვთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით.
მოდი ასე ვთქვათ, ქალბატონი კელის ლოგიკით მტერმა პუტინმა მზაკვრულად გააუქმა სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამიტომ, ახლა დროა ამერიკამ გვაჩვენოს მეგობრობის მაგალითი, შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გაგვიუქმოს სავიზო რეჟიმი, დანიშნოს პირდაპირი ავიამიმოსვლა და გაგვიფორმოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.
p.S. მხოლოდ ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი პ ა რ ტ ნ ი ო რ ო ბ ი ს ფარგლებში!“- წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024