გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, თამარ მეფისა და შოთა რუსთველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

16-05-2023

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თამარ მეფისა და შოთა რუსთველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული თამარ მეფის ეპოქასთან დაკავშირებული ხელნაწერების ასლები. გარდა ამისა, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ეხილა ამ პერიოდის ხელნაწერების ფოტოგამოფენა.


ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" პრეზენტაცია, რომლის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ჩატარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" დირექტორი ლანა გრძელიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ინესა მერაბიშვილი.


ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე ღონისძიებაზე წარმოდგენილ ხელნაწერებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებს კი, წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში. გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადასცა ცენტრის საცავში დაცული თამარ მეფის ისტორიული დოკუმენტის ფოტოასლი.


სიტყვით გამოვიდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს მადლობა გადაუხადა, ისაუბრა ქართული კულტურის, მისი მატერიალური ძეგლებისა და ჩვენი უძველესი ისტორიის მსოფლიო პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, ახალი ორგანიზაციის წევრებს კი, შემოქმედებითი წარმატება უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930