გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოლომდე აჩვენეს თავისი სახე

17-05-2023

ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ.

 

მისი თქმით, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი.

 

„ერთი - ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე - ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ როგორც ჩანს, არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს ერთი - 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და მეორე - როგორ ესმით კონსტიტუციით დადგენილი, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი.

 

თავის სახე აჩვენეს ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს იმისათვის, რომ შემდეგ მოხერხდეს კენჭისყრის გაგრძელება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930