გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

17-05-2023

კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “დმ-ანსი“95 % -იანი თანადაფინანსებით 98,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა. კოოპერატივმა საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში საწარმო ააშენა.


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის საშუალება, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით,  მცირე ფერმერული მეურნეობები გარდაიქმნან დიდ მეურნეობებად, შექმნან დოვლათი, აწარმოონ მეტი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ხუცაიძემ, კოოპერატივის „დმ-ანსი“ წევრებთან შეხვედრისას, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან  ერთად  იმყოფებოდა. 


“დმ-ანსის“კოოპერაციულ საწარმოში წლიურად45ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 13 ადგილობრივ წევრს აერთიანებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „შვანრე“ ხორციელდება.


სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  29 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930