17-05-2023
Touch Platform-ის ორგანიზებით, მარტექ ფესტივალი ჩატარდება.
Touch.point საქართველოში უკვე 6 წელია საერთაშორისო კონფერენციას მართავს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის: მარკეტინგის, პროდუქტის, სოც. მედიის, ქონთენთის, კრეატიული სააგენტოს მენეჯერებისთვის, პროდუქტის ინჟინრებისთვის, ტექ. მეწარმეებისა და სხვ. პროფესიებს წარმომადგენლებისთვის.
ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების ცოდნის ამაღლება.
ფესტივალი აუდიტორიას საინტერესო ინტერაქციებითა და დისკუსიებით სავსე დღეს ჰპირდება.
უკვე ცნობილია პირველი სპიკერები:
ფესტივალზე 10 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებას ჯამში 25-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი ეყოლება. გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, საღამოს წვეულება და ა.შ.
ფესტივალის მთავარი თემებია:
ყველა დამსწრეს საშუალება ექნება ხელოვნური ინტელექტის AI გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. გამორჩეული ნამუშევრების ავტორები ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს მიიღებენ.
ფესტივალის პარტნიორები არიან: “აჭარაჯგუფი”, “დ-ბლოკი”, “კეტარის ფონდი”, “სელფი”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ევიდო”, “ალტა”, “ნოქსტონი”, “ბრიდი” “ლოვენბრაუ”, “ბორჯომი”
მეტი ინფორმაციისთვის: https://touchpoint.ge/
16-11-2024
16-11-2024