გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: მშობიარობის დაფინანსებითა და სელექციური აბორტების აკრძალვით ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

17-05-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ "საქართველოს რადიოს" ეთერში იმ დემოგრაფიული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

 

თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა ის ინიციატივები, რაც 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება სიტუაციის გამოსასწორებლად.

 

„პირველი, დემოგრაფიული ინიციატივა 2013 წლის პირველი ივნისიდან განვახორციელეთ, რომლის მიხედვითაც, ყოველი ბავშვის მშობიარობა სახელმწიფოსგან ფინანსდება. ეს, უშუალოდ, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო, რომ მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტს აეღო თავის თავზე. ამას მოჰყვება ფეხმძიმობის 9-თვიანი მონიტორინგი, მედიკამენტები, ექიმთან კონსულტაცია - ეს ყველაფერიც უფასოა ფეხმძიმე ქალბატონებისთვის. შემდეგი ინიციატივა იყო სელექციური აბორტების აკრძალვა. ეს მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებით განხორციელდა.

 

პარლამენტიდან, ერთად ვმუშაობდით ამ ინიციატივებზე. სელექციური აბორტები ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო საქართველოში - კლავდნენ გოგონებს, იტოვებდნენ ბიჭებს, რადგან საქართველოში ბიჭების კულტია. არადა, დემოგრაფიულ ხაზს გოგონა განსაზღვრავს. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ განსაზღვრავს - სელექციური აბორტი იყო მიუღებელი და ეს კანონით აიკრძალა. სამ თვემდე ექიმს უფლება არ აქვს, რომ მშობლებს ბავშვის სქესი უთხრას. გარდა ამისა, აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5 დღემდე გაიზარდა.

 

ეს 5 დღე კი დატვირთულია იმით, რომ როგორმე მშობელს გადავაფიქრებინოთ აბორტის გაკეთება. ამავდროულად, უკანონო აბორტებზე სასჯელი გამკაცრდა. თუკი მანამდე ფულადი ჯარიმა იყო, დღეს უკვე პატიმრობაა 3-დან 5 წლამდე.

 

ყველაზე მთავარი დემოგრაფიული ინიციატივა არის რეგიონული პოლიტიკა. საქართველოს რეგიონებში შობადობის დისბალანსი იყო. თბილისში იყო მაღალი შობადობა, ხოლო რეგიონებში ძალიან დაბალი გახლდათ. საფრანგეთის ის მოდელი ავიღეთ, რომელსაც ბოლო 30 წელია ახორციელებს ეს ქვეყანა - იმ რეგიონებში, სადაც მინუს ბალანსი აქვთ და სადაც სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, იქ დაიწყეს სოციალური, ფულადი დახმარებების გაცემა შობადობის წახალისებისთვის და შედარებით გაათანაბრეს რეგიონები ერთმანეთთან. ჩვენც ასე დავიწყეთ. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყველაზე კრიტიკული სიტუაცია იყო დემოგრაფიული კუთხით; შემდეგი იყო გურია, შემდეგ - სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი. ეს ექვსი რეგიონი მინუს ბალანსში იყო. ამიტომ, 2014 წლის პირველი ივნისიდან დავიწყეთ დახმარების გაცემა ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე - მაღალმთიან რეგიონში ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, ხოლო დაბლობში - 100 ლარის ოდენობით. ამან ძალიან კარგი დინამიკა მოგვცა.

 

როცა ეს ინიციატივა შევიმუშავეთ და განხორციელება დავიწყეთ, საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვიპირისპირდნენ - დისკრიმინაციულიაო, შობადობის გამო თანხა რატომ უნდა მივცეთო, ვინც გაჭირვებულია, მათ მივცეთო. ზუსტად ოთხი წლის მერე იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეკომენდაციით მიმართეს საქართველოს პრემიერს, რომ ჩვენმა ამ ინიციატივამ ძალიან კარგად იმუშავა, კარგი შედეგი აქვს და არა მხოლოდ ექვს რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში განახორციელეთო.

 

თუკი, 2013 წლის მონაცემებით, მთელს რაჭაში ერთი წლის მანძილზე დაბადებული იყო 7 ახალშობილი, ზუსტად 4 წლის თავზე (და დღევანდელი მონაცემები კიდევ უფრო მეტია), 65-ს გადააჭარბა ახალშობილთა რაოდენობამ. ათობით მეტია ახალშობილთა რაოდენობა, თუმცა, იმ მინუს ბალანსის ამოვსებას კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. გარდა ამისა, 2014 წლიდან მთის კანონი ამოქმედდა. ამ კანონშიც ჩაიდო დემოგრაფიული ინიციატივა, რომ ყველა მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში არა მხოლოდ მეორე და მესამე ბავშვზე, არამედ პირველ ბავშვზეც გაიცემა 100-ლარიანი დახმარება ერთი წლის განმავლობაში. ესეც დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო. გარდა ამისა, ორი წლის წინ, პრემიერის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთაც მხოლოდ სოციალური დახმარება ჰქონდათ, ბავშვზე დამატებით 50-ლარიანი დახმარება გაიცა. წელს უკვე ეს დახმარება თითო ბავშვზე 200 ლარი გახდა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930