17-05-2023
„ეს განცხადება - ეს სხვა ომია (უკრაინის ომი ) და თქვენი სხვა ომი იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ხარისხი მისცეს დიდი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა, სადაც ის აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, აშშ-ს ელჩის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველო აგვისტოს ომის დროს რეალურად მარტო იყო. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ არათუ რუსეთის დასჯა, არამედ მისი წახალისება უფრო მოხდა.
„აშშ-ს ელჩის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მან რატომღაც დაყო და დაახარისხა ომები - საქართველოს ომი, უკრაინის ომი და ა.შ.. თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ IRI-ს და NDI-ს კვლევებს, კითხვა ტერიტორიულ მთლიანობის შესახებ, რომელიც ყოველთვის წინა ადგილზე და უპირატესი იყო ანკეტაში (პასუხები და დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო), ახლა ეს უკანა ნაწილში იყო გადატანილი. რატომღაც ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ ხშირად აღარ ახსენებენ ტერიტორიულ მთლიანობას, კონფლიქტურ ტერიტორიებს.
ახსენებენ მხოლოდ ოკუპაციას რუსეთთან მიმართებით, მაგრამ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო აი ეს მიავიწყეს ფაქტობრივად საზოგადოებას. საზოგადოება მიჰყავდათ იმისკენ, რომ ეს კონფლიქტები ნელ-ნელა სხვა თემაში გადაეტანათ, რისი საშუალებაც არ მისცა ხელისუფლებამ. ეს განცხადება - ეს სხვა ომია (უკრაინის ომი) და თქვენი სხვა ომი იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ხარისხი მისცეს დიდი. რა თქმა უნდა, მასშტაბურად უკრაინის ომი უფრო დიდია (1 წელია გრძელდება), საქართველო ჯერ პატარა ვართ ძალიან და სამი დღეც ვერ გავუძელით იმ ომს, რასაც აწარმოებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ.
რატომ არის დახარისხებული ომები ასე? იმიტომ, რომ უკრაინის უკან დგას მთელი დასავლეთი, მათ შორის, ამერიკა. ფაქტობრივად, ამერიკა აწარმოებს ამ ომს რუსეთთან თავისი პოლიტიკით, შეიარაღებით და ყველაფრით. ჩვენ 2008 წელს მარტო ვიდექით რუსეთის პირისპირ, არა მხოლოდ ომის დღეებში, არამედ ომის შემდეგაც კი. ჩვენ რეალურად არავინ დაგვიდგა გვერდით, მხოლოდ იყო სიტყვიერი განცხადებები. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული ტვირთი (ამას ყოველთვის ყველას უგზავნიან) და დიდი ფინანსური დახმარება იყო, მაგრამ რუსეთის დასჯა, როგორც ოკუპანტის, არ მოხდა.
2008 წელს ხომ იყო ოკუპანტი, მაგრამ დასავლეთმა არ დასაჯა რუსეთი. პირიქით, თუ დავაკვირდებით და გავეცნობით რუსეთის ეკონომიკური წინსვლის სტატისტიკას, 2009 წლიდან (უკრაინის ომამდე) იწყება გაუგონარი წინსვლა რუსეთის ეკონომიკის. ვისთან? სწორედ, ევროპასთან, ამერიკასთან, დასავლეთთან. გამოდის, დასავლეთმა კი არ დასაჯა რუსეთი ჩვენი ოკუპაციის გამო, ფაქტობრივად დააჯილდოვა.
მათ გააღრმავეს რუსეთთან ურთიერთობები, ის მოთხოვნები, ხელშეკრულებები, განცხადებები დარჩა ფარატინა ფურცლებად. აი ეს იყო დასავლეთის შეცდომა, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა. დასავლეთს სურს, თავისი შეცდომა მიჩქმალოს, გადაფაროს. ის, რომ ისინი ჩვენ მაშინ გვერდით არ დაგვიდგნენ, მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები და ფულადი დახმარება იყო, არც შემდეგ არ დაგვიდგნენ გვერდით სიტყვიერი განცხადებები იყო მხოლოდ, მუდმივად ახსენებდნენ, რუსეთს გაიყვანეთ თქვენი ჯარიო - ეს მხოლოდ ფარატინა სიტყვები იყო და მეტი არაფერი, ქმედითი არაფერი არ გაკეთებულა.
ამიტომ არის დღეს სხვა განცხადებები - ეს სხვა ომია, უკრაინაში რაც არის, რატომ? იმიტომ, რომ რეალურად ამის უკან დგას დასავლეთის პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის ომი არაა, ეს არის დასავლეთის ომი -ამ სიტყვებით კელი დეგნანმა გვითხრა ეს. საქართველოში აგვისტოს ომი არ იყო დასავლეთის ომი, ეს იყო მხოლოდ საქართველო ომი რუსეთის პირისპირ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
16-11-2024
16-11-2024