გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველი Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს

18-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გზავნილები გამოაქვეყნა ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ „არ დამიწერია არაფერი თურქეთის არჩევნებზე.

 

რაღაც საინტერესო დეტალების გამზეურებას ველოდებოდი, ანუ მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების განცხადებებს. ამასობაში CNN Türk-თან გუშინწინ მიცემულ ინტერვიუში რეჯეფ ერდოღანმა ბრძანა:

 

„ჩვენ გავაგრძელებთ იმავე პოლიტიკას, რასაც წინასაარჩევნოდ ვახორციელებდით. ჩვენ არ ვაპირებთ მის შეცვლას რუსეთთან, აშშ-სთან, ჩინეთთან და არც ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“. ამავდროულად ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ გამოთქვა რამოდენიმე "საკამათო" და საინტერესო მოსაზრება, საიდანაც ზოგიერთი უკრაინას და საქართველოსაც ეხება. Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. პირადად მე უკრაინის პერსპექტივებზე ვაშინგტონის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გავყვეთ Politico-ს ლოგიკას: გამარჯვებული ქილიჩდაროღლუ მოახდენს თურქეთის წლობით შეჩერებული EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის პროცესის რეანიმირებას; თურქეთის ეს აქტიურობა შეუქმნის უხერხულობას უკრაინასაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან მათ შორის სავარაუდოდ, დეკემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ალბათობით, გაჟღერდება განცხადება, რომ EU-ს გაფართოების პოლიტიკაში უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იქნებიან უკანასკნელი წევრები Politico-ს ანალიზით, უკრაინას და თურქეთს ერთობლივად ევროკავშირის "ბაზარი" ვერ გაუძლებს, ასე რომ, როდესაც მეორე ტურში გაიმარჯვებს ერდოღანი, ევროკავშირის მესვეურები შვებით ამოისუნთქებენ EU-ს გაფართოების ნაწილში Politico-ს ამ ანალიზით, საქართველო არ იგულისხმება არანაირ კონტექსტში, ვინაიდან შავით თეთრზე წერია: უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთზე ამ გაფართოებას წერტილი უნდა დაესვას (!) რაც შეეხება ერდოღანის სავარაუდო გამარჯვებას მეორე ტურში, ამაში ფაქტიურად დარწმუნებულია ყველა, საგარეო თუ შიდა მოთამაშე.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დიასპორულ ელექტორატში ერდოღანს მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და გერმანიის თურქების უმეტესობამ. ქილიჩდაროღლუმ კი შვედეთის დიასპორაში გაიმარჯვა, რაც მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს მხოლოდ გაართულებს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930