გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია" - თიკო ბახტაძე

18-05-2023

19 მაისიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი" ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს  თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ".

ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.

 

სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანი და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

  

ხელოვნებათმცოდნე ანა რატიაშვილის განმარტებით ,,თიკო ბახტაძის სოლო გამოფენა გალერეა გამრეკელში უკვე მეორედ იმართება. თიკო ბახტაძის მხატვრული სტილი საკმაოდ გამორჩეულია, ნამუშევრები შედგება ფიგურატიული ფორმების და ფერისაგან. თუმცა მხატვრის მთავარი გამომსახველობითი საშუალება არის ფერი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და დაძაბული კომპოზიციის მიუხედავად, ფართო მასშტაბის ტილოებზე შემოაქვს ერთგვარი ჰარმონია და ბალანსი, რაც მნახველში დადებით ასოციაციებს იწვევს.  ამ ყველაფერს კი ავტორის საოცრად დახვეწილი მხატვრული გემოვნება განსაზღვრავს. თიკო ბახტაძეს მხატვრობას, შემოქმედების ყველა ეტაპზე თან ზდევს ჰუმანურობის იდეა და დაუღალავი მცდელობა, გვიჩვენოს ცხოვრებისათვის თანმდევი მანკიერების მიღმა, არსებული უკეთესი სამყარო"

  

თინათინ (თიკო) ბახტაძე 2003 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დამთავრებისთანავე  მუშაობა გააგრძელა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია, მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან.  

 

თიკოს არართ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.

თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის  2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი.

თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930