გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, კასპში მოქმედ მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართა

18-05-2023

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ  მუზეუმებში  ღონისძიებები გაიმართა.


კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხართმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა „საგაზაფხულო გამოფენა“. გამოფენაში მონაწილეობენ ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრები: ელენე ბარნოვი, მარიამ ნონიაშვილი, დადუნა ჯავახიშვილი და ანა ბერიანიძე.


სასირეთის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო  გენერლის საოჯახო ალბომიდან ფოტოსურათების, სასირეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის, მარიამ დავითაშვილის ნამუშევრების და ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.


მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (ICOM) მიერ დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930