გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა

18-05-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „პოზიტიური მშვიდობის ინდექსს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.


როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საინტერესოა ოთხი პუნქტი, რომლებსაც ოპოებზე აგურის თავში ჩარტყმის ეფექტი აქვს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ინფორმაციის თავისუფლება.


„ინფორმაცია, რომელსაც ე.წ. კრიტიკული მედია ნამდვილად არ გააშუქებს: - 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:

  1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა;
  2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო; 3. კორუფციის დაბალი დონე;
  3. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა;
  4. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე;
  5. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან;
  6. ინფორმაციის თავისუფლება;
  7. რესურსების სამართლიანი განაწილება. ძალიან საინტერესოა ოთხი პუნქტი, რომლებსაც ოპოებზე აგურის თავში ჩარტყმის ეფექტი აქვს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ინფორმაციის თავისუფლება“- წერს გია გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930