გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: 2020 წელს რა რაოდენობითაც შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, დღეს პრაქტიკულად განახევრებულია

18-05-2023

„ზოგადად რამდენად სახელმწიფოებრივი იყო ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან, ამ ეტაპზე ძალიან ძნელი სათქმელია. უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს და განცხადებებს”, - ასე გამოეხმაურა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ხუთი ოპოზიციონერის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხს.

 

მიქელაძის თქმით, ამის გამო კენჭისყრაში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.

 

„ზოგადად რამდენად სახელმწიფოებრივი იყო ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან, ამ ეტაპზე ძალიან ძნელი სათქმელია. უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს და განცხადებებს, თუმცა ძალიან დიდი ბულინგის ქვეშ აღმოჩნდნენ (ის რაც სხდომიდან გასვლის შემდეგ მათი კაბინეტებიდან ისმოდა, რა თქმა უნდა ჟურნალისტების ნაწილს ექნება ამის ჩანაწერი და თუ გაავრცელებენ თუნდაც ისევ მათი ტელევიზიებით, იქ იყვნენ და უყურებდნენ ამ თამაშს). მე მაინც მგონია, რომ ისინი კარგად ვერ თამაშობენ (ალბათ ერთმანეთს თუ ეთამაშებიან).

 

ხალხი ბრძენია და არაერთხელ დაინახა მათი ქცევები ბოლო წლების მანძილზე. მათი განცხადებები ეთერებში, საერთაშორისო პარტნიორებთან აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ქცევას. მაგრამ ზოგჯერ მეც მიჩნდება ეჭვი, რომ ესენი ეთამაშებიან კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს? თუ რაღაც ნაწილში საკუთარ განზრახვებსაც ასრულებენ.

 

თუნდაც იმ 12 რეკომენდაციის ნაწილში (აღარ ვამბობ დანარჩენ რეკომენდაციებზე, რაც სხვა პერიოდში იყო), რომლის შესრულებაშიც პრაქტიკულად ერთი წელია სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, შეიძლება ითქვას, ყველა საჯარო მოხელე (რომელსაც ცალკე მადლობა ეკუთვნის) ჩართულია ამ პროცესში და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, ეს რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.

 

მაგრამ ბოლო ეტაპზე, იქ სადაც პარლამენტის ჩართულობა ჭირდება, უმრავლესობა ყოველთვის ვიღებთ წინააღმდეგობას. მარტო გუშინდელი დღე არ იყო გასაკვირი. სულ ცოტა ხნის სახალხო დამცველი ავირჩიეთ, თან ავირჩიეთ ოპოზიციური პარტიიდან და იქაც კი არ იყო მხარდაჭერა და თვითონ სახალხო დამცველმა შემდეგ მადლობა გადაუხადა იმ მხარდამჭერებს და იქვე თქვა, რა ბულინგი გაიარეს მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიებიდან. ახლა ვიღაცეები ამბობენ, რომ კენჭისყრაზე ტექნიკური შეცდომა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ 2020 წელს რა რაოდენობით შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, დღეს პრაქტიკულად განახევრებულია და სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ დარჩენილი 20-მდე დეპუტატი, შესაძლოა ხვალ, ზეგ სხვადასხვა პარტიებში თუ პოლიტიკურ ჯგუფებში ვიხილოთ“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930