15-08-2018
„მოსკოვი 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ საკუთარ ვერსიის ერთგულია, რომლის თანახმად, აგრესორის როლში მიხეილ სააკაშვილი გამოდის. საქართველოში დღემდე მიდის მძაფრი დისკუსიები, იყო თუ არა ეს ომი პროვოკაცია, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, რომ საჯარისო საბრძოლო ოპერაცია პრორუსული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ პირველმა საქართველომ დაიწყო“-ნათქვამია ბრაზილიური გამოცემის, «Folha de S.Paulo»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პასუხს ასეთი მასშტაბით არ ელოდა. მეორე დღესვე საქართველო აქტიურად დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ, საბრძოლო მოქმედების ადგილზე კი სწრაფად იქნა გადასროლილი 70 ათასი რუსი ჯარისკაცი... ომის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს შავი ზღვის სამხედრო ფლოტი, ხოლო რუსეთის სახმელეთო ძალებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიკავეს, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ადრე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. თუმცა, რასაკვირველია, ომში დანაკარგები რუსეთმაც განიცადა, მათ შორის ავიაციის სფეროშიც: ქართველებმა ხუთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამ ომმა პოზიტიურად იმოქმედა რუსეთის არმიაზე: დაიწყო სამხედრო რეფორმა, გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი... ამ დროს კი დასავლეთი ფინანსური კრიზისს განიცდიდა და „ტერორისტთა წინააღმდეგ“ დაწყებულ ძვირადღირებულ ომში იყო ჩაბმული“-წერს გამოცემა.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge
19-12-2024
18-12-2024