გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას

19-05-2023

ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები კი ისტორიულ მაქსიმუმზე.


„დღეს ქვეყანა მდიდრდება, გესმით თქვენ? ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარები, ყველაფერი ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, არავის რომ არ აქვს, რამდენიმე ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორი წელი ზედმიწევნით. ომამდე სხვათა შორის, ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, 700 მლნ ლარი, რომელიც ახლა ჩვენ გამოვყავით და ვუშენებთ დევნილებს სახლებს, საიდან ვუშენებთ, ეს ფული ჩვენ დავბეჭდეთ, ციდან ცვივა, თუ როგორ ხდება ეს? ან პენსიებისა და ხელფასების გაზრდა, ან უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, ამას ხომ სჭირდება დაფიქრება, მეგობრებო. მთავარი მინდა გითხრათ, ევროპას გასაგებია რომ ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული - 20 % არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას. ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს, თქვენი პირადად და გინდა ხოშტარიას, გინდა სააკაშვილის დახმარება არ დასჭირდებათ, დამერწმუნეთ, ისინი კარგად ფიქრობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპამ 300 მლრდ დოლარი გადაუხადა შარშან რუსეთს. ეს გააშუქეთ, ხალხს უთხარით, რომ თურმე მარტო საქართველო კი არ ვაჭრობს რუსეთთან 1 მლრდ დოლარით წელიწადში, არამედ 300 მლრდ დოლარს უხდის რუსეთს, შარშან ომის დროს. იგივე ამერიკას, მე გითხარით, რომ ვაჭრობა არ შეუწყვიტავს. იმ პროდუქციაზე, რაზეც მათ სჭირებათ, არ შეუჩერებია. ეს ესაუბრეთ ხალხს და არა ეს თქვენი დეზინფორმაციული და დამახინჯებული, მიკერძოებული კითხვები არ უნდა დაუსვათ პოლიტიკოსებს,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930