გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე მიხეილ დაუშვილს: თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ქოლცენტრების სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი გვქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობდით ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა

19-05-2023

თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი გვქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობდით ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. „ქოლცენტრების“ თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

 

მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, დაინტერესდება თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მისი ლიდერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხით, რომელიც შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოსტებს იკავებდა.


„ვთქვათ, რომ დაგეთანხმოთ და შეიქმნას ეს კომისია, იურისტი ხართ და ადვილად გაიგებთ რას გკითხავთ: რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის საპარლამენტო გამოძიება ამ დროს? საპარლამენტო გამოძიების ობიექტი, ერთი ვერსიით, ეს არის თავად საქმის დეტალები, თუ მეორე ვერსიით ის, როგორ იძიებენ სამართალდამცველები საქმეს? - ანუ საგამოძიებო მასალების ასეულობით ტომს გამოვითხოვთ, დავიდებთ აქ და მიმდინარე გამოძიების დროს - და მიმდინარე გამოძიებას შემთხვევით არ ვამბობ, შევაფასებთ, როგორ იძიებენ საქმეს? თუ თქვენივე, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიღაც რომ საქმის კურსში არ ყოფილიყო არ შეიძლებოდა და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა, მაგალითად შს მინისტრი იყო გიორგი გახარია, როცა ეს „ქოლცენტრები“ შეიქმნა. მერე პრემიერი იყო გახარია და მისი, თუნდაც სხვების პასუხისმგებლობის მიმართულებით, ხომ არ აფარებს ვინმე ამ ქვეყანაში ხელს და მართლა ვინმე საქმის კურსში ხომ არ იყო და ხომ არ არის“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ის ასევე დაინტერესდა, დაუშვილის პოზიციით, „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია ან გიორგი ვაშაძე, რომლის მიმართაც, მდინარაძის თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს.

 

„მაინტერესებს, ჩაერთვება თუ არა ამ კომისიის საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ან თქვენი პოზიცია რა იქნება? თქვენ რომ „ბიბისის“ ფილმი აჩვენეთ, მისი მთავარი დამფინანსებელი დ მთავარი ეჭვმიტანილები ვინც არიან ამ საქმეში, რა აზრის ხართ, უნდა ჩაერთონ თუ არა? ანუ მთავარი ეჭვმიტანილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია, „ნაცმოძრაობა“ ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში? ბატონი ვაშაძე, ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში, რომლის მიმართაც სერიოზული კითხვის ნიშნებია? იმიტომ, რომ მე მაგალითად, არ მჯერა, ასეთი დამთხვევების, რომ მისმა ძმამ არახამიას ძმას შემთხვევით მიაქირავა ფართი, იქ შემთხვევით რაღაც „ქოლცენტრი“ აღმოჩნდა და მერე ვაშაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიძაშვილ-მამიდაშვილების გენეალოგიას არკვევს, რომ რაღაც გადაბრალება მოახდინოს. თავად თქვენ ჩაერთვებით და იმუშავებთ თუ არა, მათ შორის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის მიმართულებით? - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930