გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი: საქართველოსთან მიმართებაში ევროპამ კრემლს თავისი მკაცრი პოზიცია უნდა აჩვენოს

15-08-2018

გერმანიის მხარის ქვემო საქსონიის ექს-პრემიერი, ამჟამად კი ევროპარლამენტის დეპუტატი, დევიდ მაკალისტერი გერმანულ გამოცემა «Der Tagesspiegel»-ში სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქრთველოსა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის სამომავლო პოზიციას შეეხება.


ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველომ მეტი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს.


„დღეს არსებული სიტუაცია სრულიად მიუღებელია. ევროპამ ერთმნიშვნელოვანი რეაგირება უნდა მოახდინოს - კრემლს თავისი მკაცრი პოზიცია უნდა აჩვენოს და დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას ერთიანი ფასეულობები და მიდგომები აქვს. ჩვენ რუსეთისაგან მოვითხოვთ გაიყვანოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც [საქართველოს საყოველთაოდ] აღიარებული საზღვრების შეცვლისაკენაა მიმართული“, - წერს დევიდ მაკალისტერი.


ევროპარლამენტის დეპუტატი გმობს რუსეთის მოქმედებას, რომელმაც ამ დღეებში თვითგამოცხადებულ, საერთაშორისო თანამეგობრობისაგან არაღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წრთვნები ჩაატარა. მისივე აზრით, ევროკავშირის მუდმივი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031