გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ხალხი ასე ადვილად იმიტომ კი არ წამოეგო ოპოზიციის ტყუილებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის შესახებ, რომ ოპოზიციის სჯერათ, უბრალოდ მათზე „დაუძინებელი მეგობრების“ სიტყვების გავლენამ იმოქმედა

20-05-2023

„რატომ წამოეგნენ ასე ადვილად ოპოზიციის ტყუილებს? იმიტომ, რომ ოპოზიციას კი არა აქვს მაღალი რეიტინგი და არ სჯერათ მისი, მაგრამ როდესაც გამოდიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ელჩი დეგნანი დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეს რუსული კანონია, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაივიწყა უკრაინის ომი, დაივიწყა ჩინეთი-ტაილანდის კრიზისი, ძირითადად ლაპარაკობდა ამ კანონპროექტზე, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკომისია, ევროპარლამენტიც ამას ამბობდნენ, ხალხმაც იფიქრა, რაღაც სასწაული ხდებაო და დაიჯერა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორედ აღარ დაიჯერებენ, რადგან ნახეს, რომ არ გასულა ერთი კვირა და ევროკავშირი ასეთი კანონის მიღებას ცდილობს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, მართალია, საზოგადოება ერთხელ უკვე წამოეგო ოპოზიციის ტყუილებს, მაგრამ მეორედ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს, რადგან დარწმუნდა მათ ცბიერებაში.

 

„დღეს ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული პარლამენტში და მისი მოსმენა მიმდინარეობდა. იქ ძალიან საინტერესო რამ თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა, გირჩის წარმომადგენელმა: ვსხედვართ მთელი ოპოზიცია, ვცდილობთ, დავაგროვოთ მუხტი და შედეგი არ არისო და გამახსენდა სიტყვები, რომლებიც, თუ არ ვცდები, ჩერჩილს ეკუთვნის: შეიძლება, მცირე რაოდენობის ადამიანი მოატყუო ბევრჯერ, ან ერთი ადამიანი მოატყუო ერთხელ, ან ორჯერ მაგრამ ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებო. მათ ერთხელ გაუვიდათ ხალხის შეცდომაში შეყვანა, მათი ტყუილით გამოყვანა ქუჩაში, მაგრამ მეორედ და მესამედ ეს უკვე შეუძლებელია! „გორბის“ კვლევაში გამოჩნდა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი წაკითხული ჰქონდა 18%-ს, იმათაც ან ჰქონდათ წაკითხული, ან - არა.

 

ყოველ შემთხვევაში უმრავლესობამ არ იცოდა, რას აპროტესტებდა. რატომ წამოეგნენ ასე ადვილად ოპოზიციის ტყუილებს? - იმიტომ, რომ ოპოზიციას კი არა აქვს მაღალი რეიტინგი და არ სჯერათ მისი, მაგრამ როდესაც გამოდიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ელჩი დეგნანი დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა რომ ეს რუსული კანონია, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაივიწყა უკრაინის ომი, დაივიწყა ჩინეთი-ტაილანდის კრიზისი, ძირითადად ლაპარაკობდა ამ კანონპროექტზე, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკომისია, ევროპარლამენტიც ამას ამბობდნენ, ხალხმაც იფიქრა, რაღაც სასწაული ხდებაო და დაიჯერა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორედ აღარ დაიჯერებენ, რადგან ნახეს, რომ არ გასულა ერთი კვირა და ევროკავშირი ასეთი კანონის მიღებას ცდილობს.

 

გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების სააგენტომ, რომელმაც 2010 წელს მიიღო მსგავსი კანონი, ოღონდ ის იყო მხოლოდ ლობიზმზე, ახლა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ლობიზმზე საკმარისი არაა და საჭიროა, ზოგადად გამჭვირვალობასა და უცხო ქვეყნის გავლენებზე მიიღონ კანონი. აღარ განვაგრძობ ჩამოთვლას, კანადის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ ყველამ იცის, რომ ამ კანონზე მუშაობენ - ზოგს უკვე მიღებული აქვს, ზოგიც - ახლა იღებს, ან ამკაცრებს. ამით გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი.

 

ახლა კი, როდესაც მათ სცადეს, რომ იგივე გაეკეთებინათ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ცხადია არ გამოვიდა და არავინ დაიჯერა. უფრო მეტიც, იმ გაყალბებულ კვლევებშიც კი, რომელსაც IRI აწარმოებს, 48% ამბობს, რომ მომხრეა რუსეთიდან ფრენების აღდგენისა და მიესალმება უვიზო მიმოსვლას; ცოტა ნაკლები პროცენტი ამბობს, რომ არ არის წინააღმდეგი და დანარჩენი - უბრალოდ თავს იკავებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930