გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

20-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (MATE) საერთაშორისო ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი დევიდ ბენჩიკიხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე,  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხითთანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.


ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა, მით უმეტეს დღეს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.


„სოფლის მეურნეობა და ზოგადად, აგრარული დარგი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის მხარდაჭერა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება და ევროინტეგრაციის პროცესში შეგვიწყობს ხელს. აღნიშნული კუთხით უნგრულ მხარესთანაქტიურად ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნის კერძო სექტორის, ბიზნესწრეების დაახლოებასაც შევუწყოთ ხელი. შესაძლოა, შეიქმნას ისეთი პლატფორმა, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუადვილებს ურთიერთობას და პარტნიორების მოძიებას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაიზიაროს ევროპული გამოცდილება როგორც აგრარული განათლების, ასევე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების, ბიოწარმოების და  ნარჩენების მართვის კუთხით. ვფიქრობ, უნგრულ მხარესთან გავაღრმავებთ ურთიერთობებს, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


როგორც შეხვედრაზე უნგრეთის ბიზნესდელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას  და  მზადაა  აღნიშნულ პროცესშიმხარდაჭერისთვის.


„ჩვენ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის, ნარჩენების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით. უნგრული კომპანიები მზად არიან მოიძიონ ბიზნესპარტნიორები და გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ქართულ მხარეს.ვფიქრობ, უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა დევიდ ბენჩიკმა.


შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტროს და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 17-23 მაისს გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცხოველთა კვების წარმოების, ნარჩენების მართვის, სურსათის, ბიოწარმოებისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინოვაციური კომპანიების ხელმძღვანელები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930