20-05-2023
"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოშე ვინოკუროვის ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ვინოკუროვი ცნობილი ანტიპუტინისტი და უკრაინის მხარდამჭერია და ამიტომ მისი ქორწილის საქართველოში აღნიშვნას მიესალმება.
"მე მივესალმები საქართველოში ცნობილი ანტიპუტინისტის, უკრაინის მხარდამჭერის, ისრაელის მოქალაქის, მომღერლის მოშე შიმონის ძე ვინოკუროვის ქორწილის გადახდას. 26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი, მაგრამ მერე გაჩნდნენ ნაცები... დიდი ალბათობით "საჭირო ნაკოლის" ავტორი - ლЯკაა, რომელსაც ალბათ მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტმა და გულმხურვალე პუტინისტმა ვალერი გერგიევმა მიანიშნა, რაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ტრანზაქცია მის საბანკო ანგარიშზე.
ლЯკამაც აიღო და განახორციელა ერთი ზარი "ახლობლებთან", ოღონდ ამ ჯერზე არა "სასარგებლო იდიოტებთან", არამედ "სასარგებლო დეგენერატებთან", - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024