გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ... მას არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რადგან ის თავიდან ბოლომდე აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მხარი დაუჭირა

21-05-2023

„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ, მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს სჯობს,“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, რადგან ის თავიდან ბოლომდე აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.

 

მისივე თქმით, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას.

 

პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავად აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას და ზოგადად ადამიანის ქორწილის ჩაშლა, საქართველოში ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა.

 

„მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას ერთი მარტივი მიზეზის გამო.

 

საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას- ესაა რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლებას ხალხის სახელით ისაუბროს მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.

 

მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ასევე, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით.

 

პირდაპირ ბანერი უდევს, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო ერთი რამ, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც კონკრეტული დანაშაული აქვს რაიმეში ჩადენილი და არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე თქვენ იცით, რომ სტუმარ-მასპინძელი ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეს საქართველოსაც ეხებოდა.

 

ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930