გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს

21-05-2023

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე სამგორის, გლდანისა და მთაწმინდის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ბიუროს წევრები აირჩიეს.


„ქართული ოცნების“ სამგორის პარტიულ ორგანიზაციას კახა სამხარაძე უხელმძღვანელებს; გლდანის პარტიულ ორგანიზაციას - კოტე ზარნაძე;მთაწმინდის პარტიულ ორგანიზაციას - დავით კირკიტაძე; კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კონფერენციებს ესწრებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც.


პარტიული კონფერენციები მომდევნო კვირას სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31