გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
შალვა ნათელაშვილი: თბილისის დამანგრეველ ხისთავა კრიმინალ კალაძეს 52%-იანი რეიტინგი როგორ აქვს

22-05-2023

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აპროტესეტებს და აცხადებს, რომ ეს შედეგები რეალობას არ ასახავს.

 

როგორს ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში ნათელაშვილმა განაცხადა, გამორიცხულია, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს 52%-იანი რეიტინგი ჰქონდეს.

 

"ხალხო, კახა კალაძე, "კრახი" რომ დაარქვა ქალაქმა და მისთვის 52% დაუწერიათ რეიტინგებში, აღარა გრცხვენიათ? კაცმა ქალაქი დაანგრია პრაქტიკულად, კაცმა ქალაქი გადახნა, რაც აღა მაჰმად ხანმა ვერ გააკეთა, ის გააკეთა აი ამ დამანგრეველმა, ხისთავა ჩლუნგმა კრიმინალმა.

 

ბავშვი მოკლა, მიიწვია აუზზე და მოკლა ბავშვი, 13 წლის ანგელოზი ვაკის პარკში... და ყოველივე ამის შემდეგ რომელიმე თბილისელი ამას ხმას მისცემდა და 52% ექნებოდა? ეს დაწერილია იმიტომ, რომ ამერიკელები ფიქრობენ, ამით ჩორტს ჩამოაგდებენ ივანიშვილსა და კალაძეს შორის...ეს ხომ მარტივი გათვლაა..."- განაცხადა ნათელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031