გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში, პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას

22-05-2023

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა.


„ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ, მათ შორის, დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შეადგენს მილიონ 271 ათასს.


ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ეკონომიკურ აქტივობას მოჰყვება ისეთი მაჩვენებლების გაუმჯობესებაც, როგორიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930