23-05-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია.
გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას.
16-11-2024
16-11-2024