გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: ნატო-რუსეთს შორის არსებულ ზონაში კონფლიტისთვის აშშ მოუმზადებელია და რუსეთი იგრძნობს, რომ დასავლეთში მჭიდრო ერთიანობა არაა

16-08-2018

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, რომელიც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა, კონფლიქტის შემთხვევაში შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უფრო ადექვატურადაა მომზადებული ნატოს წევრ ქვეყნებში კრიზისის სცენარისთვის თავის გასართმევად.

 

"მაგრამ თუ კრიზისი მოხდა ნატოსა და რუსეთს შორის მდებარე რუხ ზონაში, ვფიქრობ ადმინისტრაცია ამისთვის მოუმზადებელი იქნება. ნატოს შიგნით, ბრიუსელის სამიტზე ადმინისტრაციამ მტკიცე ნაბიჯი გადადგა, შექმნა სწრაფი რეაგირების ძალა, რომელიც კრიზისის შემთხვეაში სწრაფად იმოქმედებს, ჩქარდება ნატოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

 

ადმინისტრაციაში ბევრ ადამიანს სწორი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ და იციან რა მოხდა 2008 წელს. ბევრი რამ გაკეთდა მსგავსი კრიზისისთვის მოსამზადებლად, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და შესამუშავებელია სათადარიგო გეგმები. არ მგონია რუსეთს ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ დასავლეთთან კონფლიქტი დაიწყოს. თუმცა, თუ მოხდა ისეთი კონფლიქტი, ვფიქრობ რუსეთი იგრძნობს იმას, რომ დასავლეთში მჭიდრო ერთიანობა არ არის და შესაბამისად არც ადეკვატური რეაქცია იქნება დასავლეთის მხრიდან"-განაცხადა სიმაკოვსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930