გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება

23-05-2023

შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესის შედეგად, საზოგადოება და ევროპა დაინახავს, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს.


„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე 4 კანდიდატია დარჩენილი, საიდანაც 2 უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით რაიმე არსებითი შენიშვნა და კრიტიკა ვერ მოვისმინე ისევე, როგორც იმ 3 ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ავირჩიეთ. შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება. ახლა მთელი საზოგადოება და მათ შორის ევროპაც შევხედავთ, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად მესამე ტურის გამართვა მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგშია ასახული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930