24-05-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის, მათ შორის, წყლის რესურსების მდგრადი მართვის და სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ღვინის ექსპორტის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ბოლო წლებში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველომ არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო; მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, დაინერგება მთელი რიგი ახალი სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სისტემას გააუმჯობესებს. რეფორმები, ახალი რეგულაციები და სტანდარტები შესაბამის ადამიანურ რესურსს - დარგისსპეციალისტებს და ექსპერტებს მოითხოვს, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესშიდიდი გამოცდილების მქონე ქვეყნის, ფინეთის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა აღნიშნა, ფინეთშიგარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების აქტიური განხორციელებაგასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.
„ფინეთში წყლის რესურსების მდგრადი მართვა მაღალ დონეზეა განვითარებული. შემუშავებულია საერთაშორისო წყლის სტრატეგია, რომელსაც ეყრდნობა ფინეთის „წყლის დიპლომატიის“ კონცეფცია, რაც CROSSWATER (საზღვრისპირა ზონებში ინტეგრირებული წყლის მართვის სისტემა) სისტემის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კირსტი ნარინენმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფინეთში, ყოველწლიურად, იმართება ღვინისა და სურსათის მიმართულების მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი პლატფორმა პარტნიორების მოძიებისადა ფინეთის ბაზარზე ექსპორტისთვის.
16-11-2024
16-11-2024