გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეს: შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი თუ ვაჟკაცი ხარ გამოდი და იმოქმედე

24-05-2023

"ბოინის" ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და "დალნი ვასტოკიც", - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.


„აჰაა, ბაჯაღლოც გამოგორდა... ჯერ ერთი, "ბოინის" ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და "დალნი ვასტოკიც"... მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე რომ გინდა გაატარო, იმიტომაც ხარ "ლუზერი".


ვის მოუწოდებ, საზარბაზნე ხორცებად რომ გაიხადეთ აქტივისტები, იმათ?! შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი თუ ვაჟკაცი ხარ, გამოდი და იმოქმედე, ოღონდ მერე ლუღლუღი არ იყოს დინგში თუ მოგხვდება...“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031