25-05-2023
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მცდელობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და აქციებზე გამოიყვანოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, მათ შორის - არარსებული სტუმრების დევნა და კრიმინალების გამართლება.
„ოპოზიციას მოეწონა წაუკითხავ კანონზე, ანუ ტყუილზე მობილიზებული აქცია და ცდილობს მსგავსი სატყუარა მეორედ გადაუგდოს საზოგადოებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის სიცოცხლისუნარიანი არ არის. სამწუხაროა, რომ წაუკითხავი კანონის პროტესტის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი, და თუკი ამის აღიარება ვინმეს პროდასავლურობის გამო არ სურს, ეს უფრო პროტყუილისტობას ნიშნავს, ვიდრე პროდასავლურობას, რაც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას აზიანებს.
მათთვის ყველაფერი მისაღებია, თუნდაც უკანონო, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება, არარსებული სტუმრების დევნა, კრიმინალების გამართლება.
„მოლოტოვის კოქტეილიანი“ დამნაშავეების ქმედებას, აქციებზე პოლიციასა და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმას, სამშობლოსთვის თავდადებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში კი, სამშობლოსადმი თავდადება სწორედ ის გამბედაობაა, რითაც შეძლებ საკუთარ ქვეყანას რეალური სუვერენიტეტი მოუტანო“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024